შენი სულის, ობოლ სულის სახსენებლად წინანდალი აღმართულა მარტო... გზა მიგვიძღვის ციცაბო და დაგრეხილი... იქ ნუ მიხვალ, გვიანია ტატო!... ქორწილია ჭავჭავაძის სასახლეში... დედოფლის შუქს ჭაღებიც კი ნატრობს... გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი და შენს სანთელს დადიანი აქრობს...
|