წუხელ შლეგივით მომეჭრა ქარი, მოვარდა უცხო სანაპიროდან. ჯერ ყაჩაღივით მიმტვრევდა კარებს, მერე მთელ ღამეს კართან ტიროდა... არ შევიბრალე, არ მივიკარე, ამ დანაშაულს ვინ ვის გაუმხელს. იქნება მე რომ გამეღო კარი ის ამიხსნიდა სიზმებს აუხსნელს... მაგრამ რატომღაც არავინ მსურდა, რადგან ჩემს გულში კოცონი ენთო. ხელ-გულგაშლილი ყველასთვის მუდამ მე მისთვის მკაცრი აღმოვჩნდი ერთობ... ან ჩამიქრობდა მთლად გულის კოცონს, გამიჩაღებდა ან უფრო მეტად... აი, მიზეზი, რადაც შევცოდე, რისთვისაც გარეთ დავტოვე კენტად... ცეცხლი ჩაექრო?-აღარ თქვა სიტყვა, რაღად მინდოდა უცეცხლო გული? უფრო აენთო? -ისედაც ვიყავ მთლიანად ცეცხლში გამოხვეული... და მოხდა ისე, რომ ხელი ვკარი ჩემს სტუმარს უცხო სანაპიროდან. წუხელ ჯერ კარებს მიმტვრევდა ქარი, მერე მთელ ღამეს კართან ტიროდა...
|