თქვენ გაზაფხულის მოგესმათ ჩქამი, და ზეცას ენდეთ მზიან, მთვარიანს... ყოჩივარდებო რატომ იჩქარეთ? ჯერაც ხომ ისევ იანვარია... მთელი ზამთარი კიდევ წინ არის, ყინვით, ქარებით, თოვლის ზვინებით... ასე ბავშვურად პირმოცინარნი ყოჩივარდებო გაიყინებით... თუ არა მოვა დაგკრეფთ გოგონა, თქვენსავით ნაზი, თლილი ნაკვთებით, მერე გაგყიდით სადმე კონებად, და ლარნაკებში ჩუმად ჩაკვდებით... თქვენ გაზაფხულის მოგესმათ ჩქამი, და ზეცას ენდეთ მზიან, მთვარიანს... ყოჩივარდებო რატომ იჩქარეთ? ჯერაც ხომ ისევ იანვარია...
|