ზეცამ წარგზავნა მოციქულად ჩემი პეპელა, ფიფქი ეული, ფიფქი ნაზი, ჯერეთ პატარა... ფარფატებს ზემოთ, ნიავის ფრთებს ენდო ამაოდ, ისიც ნანაობს, წყნარად მოდის და მოქანაობს... აბა ვინ იტყვის თუ რას ფიქრობს ფიფქი თავნება? მიფრინავს, იცის ცივ მიწაზე სად დავარდება? იქნებ ზღვის ტალღამ ჩაიხვიოს, დააშთოს მწირი, მოუსპოს სული და განძარცვოს ვით მეფე ლირი... ოჰ, რა ძნელია ფიფქო პაწია ეს ხვედრი შენი... ნეტავ ზღვის ტალღამ რად ვერ შეძლო ამბორი შენი??? ვიცი, ვერ შეძლებს ზეციური სულისთქმა შენი, მოფრინდი ჩემთან, მე მიგიღებ- მე ლანდი შენი!!!