მძიმე ტვირთივით ღრუბელს მიჰქონდა- მზე და შენ ალბათ მზის მხარეს დარჩი, დღეები დღეებს შიშით მიჰკვროდა, და სიკვდილამდე გელოდი ქარში... ტკივილებს უხმოდ ვმალავდი მკერდში, ტკივილი მგავდა მე... და გელოდა... და იცინოდა პატარა ღმერთი, მაგრამ სიცილი ღმერთს არ შვენოდა... ღრუბლებში აღარ სჩანდი სრულებით, შენ როგორც ექო-მხოლოდ ისმოდი... ალბათ ცალ-ცალკე გაფანტულები ვარსკვლავებივით ცაში ვიცოდით... ასე გათავდა... და ასე მორჩა... მწუხრი ხურავდა დარბაზის კარებს... ქარი ჩვენს სულებს-როგორც ორ დროშას აფრიალებდა სხვადასხვა მხარეს!......