მარგალიტები მოვიხვიე ყელზე სამწყება, მარგალიტები, იაგუნდები..... არ შემიძლია შენი სახის გადავიწყება! არ დაბრუნდები? თეთრშემოსილი ვწევარ მე შენს ნაცნობ საწოლზე სევდიანია ღამე მძინარი, ნუთუ არ ფიქრობ სანატრელო, შენ სათუთ ცოლზე... არავინ არი..... ჩუმად ვკითხულობ შენს ძველ წერილს ყვითელს, დახეულს... სხვა რა მაქვს შენი მე ამის გარდა? მე თვითონ ვკოცნი ჩემს თეთრ მკლავებს, ჩემს დამწვარ სხეულს... შენ რომ გიყვარდა.... მაგიჯებს სიტბო, ვერ ვიგუე ფარჩის საბანი, ჩემს ოთახს ავსებს შენი ლანდები. დაღლილი არის, სანატრელო დღეს ჩემი ტანი, ნუ გვიანდები. არ შემიძლია დავიწყება შენი სახისა... დავფარე ღამე ბნელ ნაწნავეწბით ვიხუტებ ვნებით მსუბუქ ჰაერს ჩემ ოთახისას თეთრი მკლავებით....