უფლება არ მაქვს ახლა შენით არ გავიხარო, კატა ხომ არ ვარ- მარტში მიყვარდე, მერე აპრილში გადაგიყვარო... რას ვითხოვ შენგან? უკვე არაფერს... შენ ჩემგან ითხოვ- არ დაგიმალო, როგორ მიყვარხარ,- დაძინებისას, გაღვიძებისას ჩემო იმანო... ქრიან ქარები და თმებს ჯიუტად მიშლიან მხრებზე... რა მემართება, არ ვიცი, მაგრამ ვაბოდებ შენზე... უშენოდ ვერ ვძლებ, შენ კი ისე უჩუმრად ხარობ, ნეტა არ ნანობ ჩემს დაკარგვას? თუ მაინც-ნანობ? ახლა მე ვქალობ და ამიტომ სულს გაჭრილს გარეთ მომიტევე, რომ შეხვედრა სხვასთან ვერ დავუშალე, რა ვქნა, ამ სითბოს, უსაშველო დარის ბრალია, ანდა იმის, რომ შენ დღეს ჩემთვის არა გცალია... ...მაინც მიყვარხარ! ჩემო კარგო, უფრო ძალიან, ვიდრე შენ იცი, წარმოდგენის შეგწევს გონება და აღარ მინდა უკვე თქმულის განმეორება!