მაინც რა არის სიყვარული? იჯდა, დარდობდა და ფიქრობდა... გული სამსჭვალებით მიღალული საკურთხეველზე რომ მიჰქონდა. -მაინც რა არის სიყვარული? -სიყვარული ისეთი შეშლილია!...... სიყვარულის ყველას ეშინია... გაერთო-ისეთი ადვილია, სიყვარული კი ნამდვილია!... ამ ქვეყნად ერთი ქალაქია, შიგ ქვის სახლები ალაგია, დადიან, ხარობენ, იცინიან... ჩემში კი ისეთი სიცივეა... სიცივეა.... -მაინც რა არის სიყვარული? სიყვარული ისეთი შეშლილია!... შეხედეთ- ცრემლები, ცრემლები მერევა- ჰოი, თქვენ სამყაროს ფერადო გარსებო!.... ო, ბედნიერება! ო, ბედნიერება! ო, ბედნიერება! იგი რომ არსებობს!!! და ერთადერთია, ჩემგვარი ბევრია... ასე სევდიანი, ასეთი უმიზნო... შეუძლებელია, შეუძლებელია ცხოვრება უმისოდ!!! მას მადლი უფლისა შუბლზე აწერია, იგი მაღალია, სხვაგვარი წოდებით, ის ერთადერთია!!! ჩემგვარი ბევრია... ის ერთადერთია და მე.... ვ ე ც ო დ ე ბ ი.............. მაგრამ სიყვარული ისეთი შეშლილია, სიყვარულის მასაც ეშინია.... მე კი შევიშალე, მიტომ ვეკრძალები, მხოლოდ მოგონებას ვეძალები- ჰქუხდნენ ბედნიერი ორკესტრები, იჯდა, იღიმოდა, საუბრობდა.... ღმერთო, კიდევ როდის მოვესწრები, ამგვარ მიახლებას საუფლოსთან??? მალე შეაკვდება ხელი სიმებს, სიკვდილი სიყვარულზე ადვილია!... უ ფ ა ლ ო! შემიბრალე! შემისმინე! უკანასკნელია!....... ნ ა მ დ ვ ი ლ ი ა ! ! !
|