"საირმეში დამესიმზრა ფურ-ირემი, ყელმაღალი, მკერდხატულა, გიშრისთვალა, დამინახავს სილამაზე ქვეყნად ბევრი არასოდეს შევხვედრივარ იმისთანას. ხელთუქმნელი ქანდაკივით იდგა მთაზე, ცისარტყელა ციდან რქებით ჩამოჰქონდა, შენი ჰქონდა მჩქეფარება და სინაზე, ყელიც შენი, თვალთა შუქიც შენი ჰქონდა. ვერცხლის თასით გავუწოდე წმინდა წყალი, არ მომხედა თვალი სხვაგან გაურბოდა, სულ ტყუილად შევხაროდი მე საწყალი, იმ ურჯულოს თურმე გულიც შენი ჰქონდა."