მე სიყვარულის გადავწვი სახლი, ახლა ნაცართან ვთბები მდუმარი. შენ აქ თუ მოხვალ და თავს თუ დახრი, კრძალული იყავ, როგორც სტუმარი.... ამ ფერფლს შენ სული არ შეუბერო, არ გამიბნიო ცხელი ნაცარი. სჭირდება ზამთრის ღამეს უფეროს, ნამდვილია და იყოს რაც არის.... შენ აქ თუ მოხვალ, ობობას ძაფი ჩამოწმინდე და საჩუქრად გქონდეს, რაც გადაურჩა მსაჯულებს ნაფიცს, უსულგულო და უბიწო ლოდებს............
|