შენ თუ მოელი ჩემგან ისევ ლტოლვა-ვედრებას, მე აღარა მაქვს საამისოდ ძალა და ღონე... მხოლოდ იმიტომ გაგიხსენე და მოგიგონე, რომ შენში ვმარხავ მთელ არყოფილ ბედნიერებას... შენ თუ მოელი ჩემგან ცრემლებს-არ არის ცრემლი!... რაიღა დამრჩა საოცარი სანახავიდან?! შეცდომებს გული გულსაკლავად ეხლა დასცინის- აღტაცების და სიწრფელის დრო გაქრა!... წავიდა!...
|