შენი სულის, ობოლ სულის სალოცავად წინანდალი აღმართულა მარტო, გზა მიუძღვის ცოცაბო და დამრეცილი გვიანია, ნუღარ წახვალ ტატო... ქორწილია ჭავჭავაძეს სასახლეში, დედოფლის შუქს ცის თაღიც კი ნატრობს, გულსაკლავად ჟღერს ლამაზი როიალი და შენს სანთელს დადიანი აქრობს. ჰე! დაიძრა მაშხალების ჩირაღდანი შენ კი სევდამ მოგაკითხა მარტო, სულის გვემას ვაჟკაცურად გაუძრლი, იქ ნამდვიად გვიან არის ტატო... ქორწილი აქვს ჭავჭავაძეს სასახლეში შენ სანთელს კი დადიანი აქრობს სულის გვემას ვაჭკაცურად გაუძელი აბა, სხვა რით განუგეშო, ტატო.