gisosebi | 1:04 PM |
გისოსები, უფლებათა გისოსები... შენი ხელით აგებული კოშკი მინის... უხმო თავდავიწყება და ჩუმი გლოვა უცნაურ და უუფლებო სიყვარულის... აკრძალვების გადალახვით ღმერთებს მივწვდი, სიმსუბუქის გამო მინდა ცაში ფრენა, მაგრამ ხორცი, ჰო, ცოდვილი ჩემი ხორცი, მძიმეა და მიწისაკენ მექაჩება... ვიცი, ცოდვებს ვერ შემინდობს ვერაფერი, ჯოჯოხეთის კარი ჩემთვის გაიღება, მაგრამ ჩემო, შენით მდიდარს და ბედნიერს, "მთათა ძვრისთვის" ძალა როგორ არ მეყოფა?! თუმცა, ვიცი, შენც უბრალო მოკვდავი ხარ, და ზნეობა კედელივით გეღობება, შენთან ყოფნა სიმარტოვეს რომ მიქადის, ესეც ვიცი, მაგრამ მაინც არ მეთმობა.... კოშკი მინის, ბროლის კოშკის მინამგვარი, გრძნობა ძოწის, ბაჯაღლოზედ უმჯობესი, და სამოთხე-მირაჟივით ახლო მყოფი, მაგრამ ცაზედ, შენზედ უფრო უშორესი!.......
|
Views: 1131 |
Added by: shockunia
| Rating: 0.0 |
|