თეთრო ღრუბელო, გადმოიარე ლურჯი მთები და ხშირი ტყეები; მომიალერსე, როგორც გჩვევია შენი პატარა თბილი ხელებით... მითხარი რატომ მაწუხებ დარდო, რატომ ახლდები და არ მელევი?! რატომ გარბიხარ, წამო, გიჯივით? არ შეისვენებ, არ გაჩერდები?! რატომ არ მოხვალ, მთვარევ, სალმუნად? არ მანუგეშებ, არ მეფერები?! არ მინდა სულ თან მახლდე ნაღველო, აღარ მოგისმენ, არ შეგეჩვევი!.. და თუ ძალიან ამომიჩემებ, სულ გაგეცლები, გადაგეჩვევი!... სულს მარტოობავ რატომ აწუხებ? არა გცხვენია, გულს რომ ერევი? ტირიფო, ხელი რად ჩაიქნიე? ჯერ ისევ ცოცხლობს შენი ფესვები...
მოდი ყველაფერს მოვუღოთ ბოლო, სხვისო და ჩემო ნუ ამერევით! და უსაშველოდ კარგს იზამ ფიქრო, თუ სამუდამოდ ჩამომეხსნები!!!