"ნისლის ბეჭედში ჩაფლული მთვარე მორცხვად უმზერდა ბუჩქებს; ფიქრობდა, ვინ არ მომაპყრობს თვალებს, ვისაც სიცოცხლე უჩქეფს... მაგრამ მთვარისთვის სადღა ეცალათ? მათ ერთმანეთი ჭვრიტეს... დუმილი მალე შემოეცალათ ხევში მთვლემარე ჩიტებს... ბაგე ფარავდა ბროლს და მინანქარს, ღამე იმსხვრევდა ბექთარს... ვაჟმა ვერ შეძლო ეთქვა-მიყვარხარ!... იქნებ ქალს უნდა ეთქვა?"
|