ვინც მას უყვარდა, არ შეიყვარა. მშვიდად ჯიუტად უკეტავს კარებს... რა მოხდა, ერთმა თუ უთხრა-არა! დრო გაივლის და სხვას შეიყვარებს!... რომ ეს ამბავი სევდით არ მავსებს, ჩემს გულგრილობას არ დააბრალოთ. -არ გეცოდება?-თქვენ მკითხავთ მასზე, მე გიპასუხებთრა აქვს საბრალო?!
სხვა გაუღიმებს ტკბილად და წყნარად, სულ სხვა გაუღებს მას გულის კარებს, დაავიწყდება ეს მწველი "არა", როდესაც უკვე სხვა შეიყვარებს!...