ზურგს უფიცხებენ მთებს თეთრი ქვები, ზღვის ტალღა ლოკავს ნაპირზე ქვიშას. შენ მარტო დგეხარ და იღიმები, ო, ეს ღიმილი ნეტა რას ნიშნავს? მქვანე ხალიჩა ახურავთ ქედებს ამინდებს ვატყობ სიკეთის ნიშანს შენ ჩაიარე და შემომხედე, ეს უკვე ჩემთვის რაღაცას ნიშნავს... უთქმელი სიტყვა მძიმეა, მძიმე, იგი გვამგვანებს მხდალსა და პირშავს... დღეს მომესალმე და გამიღიმე, ეს უკვე ჩემთვის ყველაფერს ნიშნავს!...
|