როცა ერთი გაქვს დღეცა და ღამეც, და თვალებს დაღლა არ ეკარება, რაღაც გაშფოთებს, რაღაც გაწვალებს და მიგაჩნია დიდ ნეტარებად. როცა რაღაცის გამხელა გიჭირს, და გული რაღაც იმედით ცოცხლობს; როცა ყველასთან ხარ აბეზარი, მაგრამ ერთთან კი.... ბავშვივით მორცხვობ. როცა ცხოვრებას სხვაგვარად უმზერ და ყველაფერი შენთვის კარგია, შუაღამისას იღვიძებ როცა და ეძებ, რაც არ დაგიკარგია... მაშინ სხვაგვარად ეტრფი ბალახებს და გვირილებსაც გსურს მოეფერო. იქნებ წერილის დაწერაც გძულდა, იქნებ დაჯდე და ლექსიც დაწერო... და შემდეგ იქნებ დარჩე პოეტად!...
|