გოგონა კითხულობდა ლექსს ძვირფასს მღელვარებით... და სულის ფორიაქს ამაოდ მალავდა... უფსკრულში დაეშვა მუქლურჯი მწვერვალებით,- ანაზდად დარბაზში პოეტი დალანდა... გაწითლდა... გათეთრდა... გალურჯდა... გაყვითლდა... ანაზდად თვალი ჰკიდა საყვარელ ჭაღარას... პოეტი დაჯდა და პოეტი გაფითრდა- გისმენო, შვილო ჩემო, და თავი დახარა... გოგონა კითხულობდა ლექსს ძვირფასს მღელვარებით... და სულის ფორიაქსს ის აღარ მალავდა, უფსკრულს დაჰფენოდა მუქლურჯი მწვერვალებით და თავის განწირვით მის დამწერს ზარავდა... სული, მომწყვდეული, იმ ხორცის დილეგში, თრთოდა და იწვოდა, სისხლი გამშრალიყო... იცოდა გოგონამ, რაც იყო იმ ლექსში და ისიც იცოდა, ლექსში რაც არ იყო..... ის იყო ნატიფი, ის იყო კაფანდარა, ის-სისხლით ცისფერი და ჯიშით რჩეული... იყო რა დიდი და იყო რა პატარა!... და იყო პოეტი ბალღისგან ძლეული!...
|