__რომ მყვარებოდი, ჩემს ამაყ მუხლებს შენს წინ მოვხრიდი!... გაგაოცებდი ჩემი სულის მწველი მზეობით... ტირილითაც კი ვიტირებდი, იცოდე, შენთვის!..... ... და შენს თვალებში სევდასავით ჩავექცეოდი... __რომ მყვარებოდი, შევიძლებდი შეუძლებელსაც, რომც გძულებოდი-სიყვარულით აგენთებოდი!... __რომ მყვარებოდი, თოხის ტარზე გავშლიდი ლოგინს და იმ ლოგინზე ალერსისგან დაგეღლებოდი... __რომ მყვარებოდი........................
|