შენზე ფიქრები თუ გამაგიჟებს, ოცნებასავით მთებში გამიშვით... მე სიყვარული არ დავპატიჟე, იგი მოვიდა ჩეთან თავისით. ქარი დაფურცლავს ღრუბლის თაბახებს და დააფეთებს ცაში არწივებს, შენ ჩემს სიყვარულს დაიტრაბახებ, წახვალ და გულში ჩუმად დამცინებ. მთვარე ფეხს დაბლა არ დააბიჯებს, ცის ტახტრევანით მოჰყავთ ვარსკვლავებს, თუ სიყვარული არ გამაგიჟებს, შენზე ფიქრები მაინც მომკლავენ...
|