ვზივარ ოთახში და გავყურებ თბილისის ქუჩებს და ამ ქუჩებში წარმომიდგა შენი სახება. ნუთუ არ მოხვალ, არ აკოცებ გაბუტულ ტუჩებს, არ გააღმერთებ ჩემს უმანკო უღვთო სახებას?!... წლები გარბიან, მე კი ისევ მარტოდმარტო ვარ. ბევრი ცდილობდა ჩემს გულში რომ დაედო ბინა; მაგრამ მე შენგან მოგონება დამრჩა სახსოვრად, დამტანჯე, მაგრამ მაინც შენზე ოცნება მინდა... შენი სიტყვები გამუდმებით ჩამესმის გულში, მაიმედებდი და მოგანდე ჩემი გრძნობები... შენ კი დამცინე და სიცივე დატოვე სულში.... არ გაპატიებ, გზაზე ტყუილად ნუ მეღობები!... და მაინც... ვზივარ ოთახში და გავყურებ თბილისის ქუჩებს, და ამ ქუჩებში წარმომიდგა შენი სახება. ნუთუ არ მოხვალ, არ აკოცებ გაბუტულ ტუჩებს, არ გააღმერთებს ჩემს უმანკო უღვთო სახებას?!...
|