შენ მთხოვ მიამბე, როგორ გადის უშენოდ დღენი; შენ მთხოვ მიამბე, ყველაფერი სევდის და დარდის; თუ შემაწუხა უშენობამ, უსაზღვრო სევდამ, თუ ღამით კიდევ მეფერება მე შენი დარდი. შენ ვეღარ მნახავ... ვით ზვირთებზე გაჰქრება კვალი; ვერ დაეწევი მარჯნის რიფზე დამსხვრეულ ტალღას; როგორც კივილი და გრიალი შეშლილი ქარის, ჩემი გრძნობიდან შენთვის მხოლოდ ეს ლექსი დარჩა. ეს მხოლოდ ჩემი ცხოვრებაა და შენი დარდი, რომელიც ჩემში ბინადრობს და დაფრინავს სადღაც; როგორც ეს შენთვის დაწერილი შეშლილი ლექსი; სცენაზე უკვე ჩამოუშვეს მტვრიანი ფარდა. და მეც გიამბობ, შევიშალე, როგორც ეს ლექსი, როგორც გრიგალი უმიზეზოდ უკვალოდ დაჰქრის, მეც ასე ძლიერ მომეძალა უსაზღრო ვნება, მზის ხივზე უფრო მხურვალე და ყინულზე ნაზი.
|