ვიცი რომ მზითვად არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს, არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს, არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ ჯვარის საწერად, არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე. ცაში ოთახი განათდება იაპონურად, ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე, მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად, მრავალ შეკითხვებს დავუდგები, ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში, დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული, უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები, და სადღეგრძლოს მოიტაცებს სიტყვა ქართული. ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი, გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს, და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი რადგანაც მზითვში არ მომცემენ ვეფხისტყაოსანს.
-----------------------------7d721f39d0a48
Content-Disposition: form-data; name="file1"; filename=""
Content-Type: application/octet-stream
|