Home » 2007»July»4 » xshirad amboben, rom siyvaruli netarebaa
xshirad amboben, rom siyvaruli netarebaa
2:12 AM
ხშირად ამბობენ, რომ სიყვარული ნეტარებაა, აფსურდიაო - ისიც ხშირად გამიგონია, ქვეყნად მრავალი ჯადოსნური შედარებაა, მე კი რატომღაც ასე ვფიქრობ, ასე მგონია-
სიყვარულია აპრილის სუნთქვა, ნოემბრის სევდა, სიყვარულია პირველი თოვლი, მაისის ვარდი, თეთრი უდაბნოს მდუმარება, თაკარა მზეა, და სამუდამო გაქრობაზე ფარული დარდი,
და მე არ ვიცი ნეტარებაა თუ აფსურდია, სისხლით გათანგულ მძვინვარე მხეცსაც ასე ანაზებს, განა ტყუილად უბრძანებია გამსახურდიას: "სიყვარულია თავად ღმერთი ამ ქვეყანაზე!"