მზე გაიშხლართა ჭვავის ყანაში, ნიავს ცელქობა ისე უხდება... აუფრიალებს ყაყაჩოს კაბას და მუხლისთავებს მიაცქერდება...
მზე გაიშხლართა ჭვავის ყანაში, დამხანძრეს წუხელ შენზე სიზმრებმა, ეს სიყვარული თუ სახადია, მაშ მომიხდია... რად გეღიმება?
................. -მზე? -მზე გაშხლართული ჭვავის ყანაში, ოცნებობს ყაყაჩოს ბაგეზე... -ნიავი?
-ნიავი ქილიკით ჩამოუქროლებს და ამაღამ აიხდენს საწადელს!
/ნინი ქადაგიძე/
|