ცოდვილი ვარ! ჩემივე ხელით, ჩემს გულში, მოვკალი სიყვარული, დიდ წინააღმდეგობას მიწევდა, გააფთრებული მებრძოდა, ბევრი ჭრილობა დამიტოვა, ბოლოს მაინც დამნებდა და ჩემს თვალწინ დალია სული, დიდხანს ვტიროდი მის ცხედართან, ბოლოს ავიყვანე ხელში და სადღაც შორს მოგონებებს გავატანე... მას შემდეგ დიდი ხანი გავიდა, ხშირად ავდივარ ხოლმე მის საფლავზე, ჩამოვჯდები იქვე ახლოს, ხავსიან ქვაზე სანთელს დავანთებ და სიყვარულს ხელმეორედ შევფიცავ... ცრემლს შევწირავ და ღმერთს შენდობას ვთხოვ...