"როს დამთავრდება დღის ფაციფუცი და ჩნდება ღამის მღვრიე ლანდები, შენ მაგონდები,მაგრამ ჯინაზე მხოლოდ სიზმარში მომელანდები... რა სიმწარეა შენი ლოდინი, როცა გარეთ წვიმს და ავდარია. და შეყვარებულ ხეთა ტოტები ალერსით ერთურთს გადახლართვიან. ოი ნეტავი დაგივიწყებდე ამოვისუნთქებ ასე მგონია, ეჭვებიც წამსვე მიმატოვებენ ო სიმარტოვე რა იოლია. მაშ შენ დღეიდან მტერი ხარ ჩემი თუმცა რას მარგებს ეს სიძულვილი. განა სულერთი არ არის ჩემთვის მკლავს შენი სისხლი თუ შენი სურვილი... თუმცა ოცნება თავს არ მანებებს, აი მოხვედი ჩემს კართან დგახარ... რა ვქნა ისეთი მითხარ რომ დარჩე, რომ დარჩე ჩემთან ისეთი რა ვთქვა...