არაფერზე ფიქრი,მომენატრა შენთან არაფერი ისე არ მსურს ახლა შენთან ერთად ოფნის გარდა და სულს ისევ ადგეს მინდა სურვილების ჩერო შენთან მინდა ვიყო ერთადერთო ჩემო! არაფერზე დარდი მივიჩვიო ოდნავ მქონდეს ეზო ღობე, ორღობე და ოდა ჰო,და კიდევ შენი ნაბიჯები,დათვლით, ბოსტნის ბოლოს სკები, შენი თვალის ფერა გემრიელი თაფლით დილით,შენი ხათრით მივირთმევდე ფაფას, ვეყრდნობოდე მერე იდავებით რაფას აივნის ან ფანჯრის ვიყნოსავდე სურნელს გამომშრალი ნამჯის მე უფლება არ მაქვს ამ ცხოვრების განსჯის მერე გაბრაზდება,უფრო მეტად დამსჯის ვუთვალთვალებ ნაბიჯს, აღმართს, დაღმართს, ფერდობს და უბრალოდ მინდა შენს მკერდზე,რომ მედოს საფიქრელი დარდი, ოცნება და ღიმი მერე ვირბენ,ვივლი,ჩავიმუხლებ,წავალ და გზას უფრო ლაღად, უფრო მშვიდად გავალ... ედებოდეს მტვერი ნახატს, ნოტებს, წიგნსაც, ყველაფერი ერქვას არაფერზე ფიქრსაც!