ხევ-ხევ ანწლები, ტუჩებ დამსკდრები, წვეთებს დასწვდები ტკბილს და მომჟაოს... სანამ გასწვდები, ხის ტოტს ასწვდები, მანამდე არ თქვა რაღაც მორჩაო... თუთა, თუთები, შენი წუთები... სულში ფუთები, სავსე ფერებით, ნუ იბუტები, ჩაგეხუტები, მოგეფერები... ანწლები ხევ-ხევ ბუჩქებათ, შეხე! წვეთ-წვეთად სისხლებს იტევენ გულში, შე-მე-ხე მე შენ გუშინ და ვიცი, დუმილით რაღაც მითხარი ყურში... მიყვარხარ მე შენ! და მგონი ამით არავის, არსად, არაფერს ვუშლი!