წავალ, ჰო წავალ მაშინ, თავქვე ჩავილევ ქუჩებს... ჩემს თავს რა ვუთხრა, ბიჭო? რომ მომენატრო უცებ?! რომ ჩავიარო ახლოს იმ ჩვენს ხესთან და სკამთან, რა გამოვწიწკნო ზაფხულს, რომ მივუტანო ზამთარს? როგორ ვაწერო ლექსი ფეხქვეშ გათელილ ქუჩას თუ არ ჩაგძირე თვალში, თუ არ გაკოცე ტუჩთან?! თუ ვერ შეგეხე ფიქრით, მაშინ ვინ ვარ და რა ვარ? და თუ ამად ღირს წასვლა, რა გაეწყობა, წავალ!... /biako/
|