რა საჭიროა ბეჭდები, ჩვენ ხომ დიდიხანია, გადავცვალეთ ჩვენი გულები და ახლა ისე ცხადად ვგრძნობთ ერთმანეთში სიცოცხლის ჩქეფას, ჩემს საგულეში, თითქოს შენი ვაჟკაცური გული ფეთქავდეს, შენში კი ჩემი- შეშინებული პაწაწინა... რა საჭიროა ოქრო, როდესაც შემიძლია შესაგრძნობად ხელი დავიდო და საგულედან შენმა გულმა უცებ გამათბოს...