დღეო მოღუშულხარ, მაგრამ ბევრჯერ იყავ მზის სხივებით სავსე, სულო, გაგაფრენდი, მაგრამ მერე სხეულს რა პასუხი გავცე? თვალო, გაგახელდი,მაგრამ ვით დავუძვრე ამდენ ღიმილს მაცდურს? სულო გაგაგდებდი, მაგრამ რა გაუძლებს ყველას ხელის ფათურს? მიწავ, ვერაგი ხარ, მაგრამ ხარ ასეთი სილამაზის დედაც, გრდემლო,ნამგალს ჭედავ, მაგრამ მაჯის სიმსხო ბორკილებსაც ჭედავ. სევდავ, დაგახრჩობდი, მაგრამ სიხარულსაც შენს მერე აქვს ფასი, სიტყვავ, აგკუწავდი, მაგრამ ბევრჯერ იყავ მახვილივით ბასრი, ხელო, დაგმუშტავდი, მაგრამ მერე ნაცნობს სალამს როგორ მივცემ, ფრთებო, შეგიბამდით, მაგრამ საზღვარს მაინც ვერ უპოვი სივრცეს....