Home » 2008»July»3 » me gamovarTvi axalSobil demons limoni
me gamovarTvi axalSobil demons limoni
2:36 AM
მე გამოვართვი ახალშობილ დემონს ლიმონი და ჭიქა ღვინით დავულოცე პატარა რკები. მე ჯოჯოხეთში თვით სატანაც კი დავიმონე, მაგრამ ქალის სულს ვერ შევუკეცე გაშლილი ფრთები.
მე გამოვართვი ცის ანგელოზს წითელი ვაშლი და ჭიქა ღვინით დავულოცე ლურჯი თვალები. მე თავად უფალს გავეჯიბრე ლექსების თქმაში და დავდიოდით მე ზეცა ნასვამ მთვრალები,
მე ვთხოვე სიკვდილს ორიოდ წამი, რომ ფილტვებს ხარბად ჩაესუნთქა მსუბუქი ქარი. მე კაცის საიდუმლო მთლიანად ვცანი, მაგრამ ვერაფრით შევისწავლე ცისფერი ქალი. ქალს ვერ ვიმონებ....გამოვართმევ დემონს ლიმონებს, დაველოდები სანამ თვით ქალი არ დამიმონებს.