უშნოდ ლამაზია ეს ქალი, ადამიანისფერ თვალებით... სახე აქვს თითქოს ნაფრესკალი, სახე აქვს დაღლილი წვალებით.. მზეზე სახრჩობელა კიდია, სხივებმა ატმები დახოცეს... ეს ქალი სამყაროს კიდეა, ჰორიზონტზე რომ აკოცეს... სული აქვს აპრილზე მუზადი, მის მკერდზე სტრიქონი მეწერა... ტანი აქვს თლილი და უზადო, ლოგინზე დაღვრილი ფერწერად... ოთახი საღამოს ემდურის, გაყინულ ცოლივით მთვარეა... არ იყო ეს ქალი ერთგული და ახლა ვნებების ქარია... სევდისგან ეცვლება ნაკვთები ამ ღმერთის საცოლე პათიას... ვუყურებ და მიკვირს არ ვკვდები, ეს ქალი ცოცხალი მითია... იები ამ ქალის სულს ზრდიან, მგონი ეს ქალი თამარს შობს... ეპოქა ქალივით სუსტია და კაცის ნერვებზე თამაშობს...