dilas, cvar-nislebiT SenaTovebs | 2:46 AM |
დილას, ცვარ-ნისლებით შენათოვებს, ღრუბლის, ლურჯი კალთა შეუმსხვილდა. ვისვრი, უკანასკნელ მეტაფორებს შენით ცარიელი სხეულიდან.
წარბზე, დამთამაშებს არითმია. ახლა, სულ ცოტაც და... ავფეთქდები, ჩემი წილი სუნთქვა დამითვლია მუჭში მომწყვდეული საფეთქლებით.
ბაგე, ამიცრემლდა გაქცეული მარილ-წილ-ნაყარი ამბორებით, წავალ, ნაბიჯებით კვლავ ჩვეული, ქუჩას, გამართული გავუყვები.
სათქმელს, თუ მოვასწრებ ჯერ არ ვიცი. მარტივ, მამრავლებად დავიშალე. სიტყვას, ერთ ღიმილზე გადაგიცვლით, თვალებს, კი ფურცელზე შევიმშრალებ.
ხანძარ წართმეული ცეცხლივით ვარ სუნთქვა- დანაცრული კალაპოტი, თქვენთან, ახირება გამივიდა, ლექსის ავიჩემე ეშაფოტი.
|
Views: 721 |
Added by: shockunia
| Rating: 0.0 |
|