Home » 2008»July»9 » Sen mainc waxvedi (tangos cekvisas)
Sen mainc waxvedi (tangos cekvisas)
2:47 AM
თმაში გარჭობილი ჩემი ბედისწერით, ასე თავნება და ასეთი თავხედი, ვდგავარ შენს წინაშე პირველი მიწვევის შემდეგ. შენ, - ვაი რომ, ვეღარსად წახვედი. კბილებს აღრჭიალებ დაჭრილი მგელივით, უკვე მერამდენედ ნაბიჯს გადევნინე. ესეც ცოდვა იყოს შენთვის ჩადენილი, კოცნა თუ გერგება, ისიც... რამდენიმე. სულში სურვილები ისე აგიყმუვლდა, ხელს გკრავ! - და მსუბუქი შეხებით ვატოლებ ტუჩებს შენს ბაგეებს... მგონი, ალიყურთან ალერსი მოუწევთ შენეულ ფანტომებს. შენს წინ ჩამოღვრილი გიშრის დალალებით, ასე თავნება და ასეთი თავხედი, ცეკვა დასრულდა და ახლა დანანებით ვამბობ, კარმენივით: "შენ მაინც წახვედი..."