მთვარეული ვარ...შენს სიზმრებში დავეხეტები... ერთი როლისთვის შევიძინე მხოლოდ სირცხვილი ვშლი ნაკვალევებს წარსულიდან სველი ფეხებით ისე ჩუმია ეს შეგრძნება, ისე დაცლილი, როგორც თვალებში ჩანესტილი თეთრი მარცვლები და გადის გადის გადის გადის წლები წლები ვმარცხდები....
მთვარეული ვარ... ღამღამობით დღეებს ვათენებ შენსავით... ძალით გავაღიმე ტკივილი წუხელ. ისეთი ურცხვი წუხილი აქვთ ამაღამ თვალებს ამ შეღამების შენიღბვამდე ჩურჩულით გიმხელ, რომ განა წლეებით არგაჩენილ ნაოჭებს ვმალავ უბრალოდ მზერის მზერის მზერის აღარ მაქვს ძალა...
მთვარეული ვარ...და ვავსებდი დროის პალიტრას გრიმისგან როცა დავისვარე თეთრი ხელები იცი? ცხოვრების საფეხურზე ფეხი დამიცდა მანამ უბრალოდ... უფსკრულამდე შემაჩერებდი ამ ფერებისგან დაცლილ გამას შენ შემატოვე და ვდგავარ ვდგავარ ხან მხატვარი ხან მენატურე...
/kato/
|