არ მინდა ვიფიქრო შენზე, რატომღაც მეშინია ფიქრის... შენ გიყვარს... - მომკივის ქარი, მომკივის და სადღაც მიქრის. მინდა დავემალო ფიქრებს, ჩრდილში მოვაქციო სახე, რომ არ წაიკითხო უცებ, რაც გულში ასე დიდხანს ვმალე... არ მინდა ვიფიქრო შენზე, და მაინც მომკივის ქარი: შენ გიყვარს... შენ გიყვარს... გიყვარს!... - ჩურჩულებს ყოველი წამი...
|