მაგ ტუჩის ნაპირებს, ჯერ კიდევ უმზეოს, ამბორით მივადგი საცდელი ხარაჩო, შეგრცხვა და იდექი ისეთი უმწეო - ვით ტიალ მინდორში პირველი ყაყაჩო.
ჩვენ ზეცა გვხიბლავდა, ვხიბლავდით ზეცასაც, ღამით კი ვარსკვლავი წყდებოდა ყოველთვის, შემორჩა თმის სუნი ჩემს ლოგინს, ზეწარს და ადრე თუ მიყვარდი ახლა ვარ პოეტი.
ვუცქერდით ქალაქის ანთებულ ბილბორდებს, ბოლოდან ბოლომდე ყველაზე უმცირეს, ვნებები ლოგინთან ყვირილით მირბოდნენ, ახლა კი ვერ ვხვდები რად წაუდუმილეს.
ამინდი ნერვებში წაექცა ნოემბერს, წამები წამებმა ცრემლებში დაახრჩო, წვიმდა და დღეები უშენოდ მტოვებდნენ - ვით ტიალ მინდორში სულ ბოლო ყაყაჩოს.
/roi/
|