მარტი” მაჩუქეთ, მისი ქოლგებით, მისი იისფერ-რუხი ავდრებით; მოდით და მნახეთ, ნუ დაიზარებთ, ხომ იცით, როგორ გამეხარდებით... მაჩუქეთ “მარტი” მისი დაქანცვით, მისი ხმებით და მისი ფერებით, ერთი ყვითელი ძაფი მზის სხივით და ენძელების თეთრი ყელებით... მისი დაბნევით, მისი დათენთვით, ქარით, ცრემლით რომ სული ევსება, “მარტი” მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ ძალიან ძვირად - მთელ ჩემს ლექსებად... მაჩუქეთ “მარტი” მისი ქოლგებით, მისი იისფერ-რუხი დარებით, “მარტი” მაჩუქეთ, ანდა მომყიდეთ ძალიან ძვირად, გემუდარებით...