კალენდარი |
« April 2008 » | Su | Mo | Tu | We | Th | Fr | Sa | | | 1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
|
|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 5:46 AM | |
|
|
Home » 2008 » April » 01
ჩემს წელიწადში ხუთი დროა გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი და... დრო, რომელიც გამოვიგონე.
გამოვიგონე... რათა, შენი ნაზამთრალი სხეული ეიფორიანარევი სუნთქვით გამეცოცხლებინა, დამსკდარ ტუჩებში იასამნის ყვავილად ჩაგჯდომოდი და მეთქვა გაზაფხულია!
გამოვიგონე... რათა, ტალღად დამეხატა ჩემი ვნება, და ნაპირზე მძაფრი შეგრძნებებისაგან გამორიყულს გცოდნოდა, რომ ზაფხული დადგა.
გამოვიგონე... რომ შენს სისხლძარღვებში ბოლო სიმთვრალესავით მეხეტიალა და გონდაკარგულს ნაყოფიერების ქალღმერთივით თავს დაგდგომოდი, როგორც შემოდგომა.
გამოვიგონე... რათა, მცხუნვარე ემოციებისაგან დაღლილს წუთით ჩაგძინებოდა და ჩემი თმები საბნად დამეფარებინა შენთვის, უკვე თეთრი... ზამთარია...
გამოვიგონე... რათა კიდევ ერთხელ მოსულიყო გაზაფხული...
ჩემს წელიწადში ხუთი დროა გაზაფხული ზაფხული შემოდგომა ზამთარი და... დრო, რომელიც გამოვიგონე...
/Tekla batonishvili/
Views:
799
|
Added by:
shockunia
|
Date:
01/Apr/2008
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|