|
|
|
| Welcome Guest | RSS
Friday, 31/Jan/2025, 9:02 AM | |
|
|
Home » 2008 » August » 05
ჩემზე წევხარ და გძინავს
დაგმკვრივებია მკერდი
მთვარეს უცვალა წვიმამ
ღრუბლის ლოგინში გვერდი.
შენი სუნი მაქვს ტანზე,
ენით ნალოკი ყელი
და ნაკბენებიც კანზე
გაგიხდა მოსავლელი.
აბაზანაში სველი
ქალის საცვლები ყრია,
შენს ნაბანავებ კისერს
ტუჩები დაივლიან.
ბიძგები მაღლა-დაბლა,
ზემოდან-ქვემოთ, იქ-აქ;
შენი ალერსით დაღლა
შუაღამეში მიმაქ.
კოცნით დაგისვრი მუცელს,
ზურგზე ავივლი ენით,
ამ მკერდს გული რომ უცემს
გულისცემაა შენი.
/giorgi zanguri/
Views:
983
|
Added by:
shockunia
|
Date:
05/Aug/2008
|
|
შენს ძუძუს თავებს-ალუბლის მარცვლებს
დავკოცნი, როგორც ლალის საყურეს.
მზე ასუფთავებს ვნებებს და განცდებს
და აღგზნებული ტანზე დაგყურებს.
შენ გაშლი მკლავებს, ფეხებს და თრთოლვით
დაუცდი ნუშის დაკვირტულ რტოებს.
გაზაფხულს კლავენ უხეში თოვლით
და როგორც გუშინ მე გტოვებ! გტოვებ!
მე მოვალ დილით, როდესაც შენში,
სიზმარი ბოლო აკორდებს აიღებს...
და ისეთ შიშველს აგიყვან ხელში,
შერცხვება თოვას და გადაიღებს.
მიგაწვენ ვარდის ფურცლების ზვინთან,
ხარ-ირემივით მოგიძოვ ვნებას.
და ისევ ბარდნის და შენთან მინდა,
და რაღაც ჩვენზე უზომო ხდება.
მზე დადნა შენი განცდების ცქერით,
გაიძრო ზეცა და შენსკენ მოდის.
და ვდგავარ, როგორც სამყაროს მცველი,
და ვიბრძვი შენი სურნელის ტოტით.
/giorgi zanguri/
Views:
1142
|
Added by:
shockunia
|
Date:
05/Aug/2008
|
| |
|
|
Site Menu |
|
|
Blog categories |
|
|
Our Poll |
|
|
Site friends |
|
|
|