შენ ვეღარაფრით უკვე ვერ მატკენ და ვეღარაფრით ვერ გამაკვირვებ... ამ მარტოოობას შენგან ბოძებულს, ორივე ხელით საჩუქრად ვიღებ! აღარ მოველი მზერას ვნებიანს, არც ცხელი კოცნა ამიწვავს ბაგეს, გადავივიწყებ მკლავებს ძარღვიანს, გულში ჩავიკრავ უძირო ღამეს! არას გემდური, რაც არის, არის! ვიცი, ვერ გასცემ იმას, რაც არ გაქვს - ზამთარს ვერ მოსთხოვ თაკარა მზეს და ვერც ზაფხულს მოსთხოვ თოვლის ფიანდაზს... ო, არ გემდური, პირიქით - გმადლობ! მადლობას გიხდი სიმარტოვისთვის... ჩუმი ოხვრისთვის, ჩუმი ცრემლისთვის და ამ უძილო ბნელი ღამისთვის... მარტოსულსა და კენტად დამაშვრალს, სულ სხვა სამყარომ გამიღო კარი! აღარ დავეძებ ზამთარში იებს, აღარც გემდური - რაც არის, არის! /ხათუნა შავგულიძე/
Views:
753
|
Added by:
shockunia
|
Date:
18/Jun/2013
|
|