ტაატებს ფეხშველა ღრუბელი ნებაზე, ჩიტები კი არა, სხივები მღერიან, ისეთი დილაა არყოფნას განანებს, (იცოცხლო ხანდახან ისეთი ძნელია). ჰო, შემოიხეთქეს ჭერმებმა ყვავილი, აპრილი - ხაჩხაჩებს, გაბრიელს - ელიან... ახლა , ღვთისმშობელი ყვავის ყველა კვირტში და ქერუბიმებიც მიწაზე რჩებიან... ტაატებს ფეხშველა იესო ზეცაზე, სათუთად იყვანენ, ღთვისმშობელს აწვდიან, მე, ამის შემყურე ცოტაც - გავთავდები... დედობა მასწავლე, დედაო მარიამ !