გაბუტულ ტუჩებზე კოცნას აქვს მუღამი,
ნერვებს რომ აწვალებ წამოსულს გულიდან,
ტკაცუნობს კეფასთან უხამსად ბუხარი
და ფილტვში შეჭრილი ნაფაზი გუგუნებს.
ზეცისკენ, გულაღმა წევხარ და ისვენებ,
სულ ცრუობ ,როდესაც იძახი ნახვამდის. თვალებში ჩაგყურებს მთვარე და სისველე ჰგავს ცვრიან განთიადს, სიბნელის დახრამდე მეძებე, ჩემს ზურგზე ააგე კოშკები სულ ცოტაც... თითების სითბოს ვგრძნობ, მაცხუნებს... ჩემს მხარეს (განგებ რომ) დააწყვე ქოშები, მომაწვდი? - ამბობ და გულს უჭერ მარწუხებს. გაბუტულ ტუჩებზე სიბრაზის ნარჩენი... და მკერდი ფოთლების ხმაურით აივსო, ჩაუვლი ჩემს შუბლზე ჩატეხილ ნაოჭებს, ბუტეო... და მაინც რაღაც ვერ გასვენებს...
|