არაფერი გამოდგება სიყვარულის წამალად
კაცმა ჭირი რომ დამალოს
ჭირი თავს არ დამალავს.
სიყვარულსო. . ვითა ცხენსო. . .
როგორ ბრძანებთ ბატონო?
არ დამალა სიყვარულმა
თავი ეს უპატრონო.
ზღვას დამალავ,
მთას დამალავ,
ვარსკვლავების ამალას,
რას იტყვი რო ვერ დამალო
რასაც გინდა დამალავ.
ისეთები დაუმალავთ
ცხენი რა სათქმელია
მაგრამ თუკი მართლა გიყვარს
წარ-მო-უდგ-ენ-ელ-ია. . .
სიყვარული რომ დამალო
ბატონია-მონა ხარ,
აგატირებს, აგამღერებს
და გასაფრენს მონახავს.
ვერ დამალავ გეუბნები
ბატონია მსახურებ
გულიდან რომ კარს გამოხსნის
ლექსში გაიჯახუნებს.
იმის მადლი არ გაგიწყრეთ,
არ მოტყუვდეთ არავინ
არ დამალოთ მაგ მშვენიერს
რა სჭირს დასამალავი.
ნუ შეაბავთ ფრთაზე ლოდებს,
ნუ ჩაუყრით სამანებს.
თქვენ თუ დამმალავები ხართ
უგულობა დამალეთ.