თუკი გავვუცხოვდი, მე ნუ დამაბრალებ, მარტი გამაისდა ჩემში ამინდებად, შენთან სიახლოვეს ქარი ვანაცვალე, ახლა ეს სიშორეც ისე გამიბევრდა... მგონი ამერია ნატერფალები და ყელზე მახვევია მძივად ტკივილები, სევდის სამყოფელი დაღლილ თვალებშია, როცა მაკლიხარ და როცა მეფიქრები. ისევ მომეპარა ცელქი ხასიათი, ამ სულს დასაკარგად უფრო ენანები, ლექსი მოგონებად, სუნთქვით დაგინამე, ალბათ რომ გიამბოს, როგორ მენატრები...