ყელში ამოვიდა ყველაფერი! მხოლოდ ოცნება მაქვს ორიოდე... ადრე, თუ ვიბრძოდი მიზნისათვის ახლა იმისთვის, რომ ვარსებობდე. არ ვარ ხასიათით მომტირალი მაგრამ პესიმიზმი მომერია, ჩაჯდა გუნებაში ეს ამინდი, მარტმა საქციელი ამირია. ისევ უნდა დავთვრე გათიშვამდე, უკვე თვითმკვლელობა გვიანია! სახელს ვერ დავტოვებ უიღბლოსას, ბედი კადნიერად ჭკვიანია. სისიხლის დამშრალი მაქვს ყველა წვეთი, რითმზე დაბალი მაქვს მაჯისცემა, ღვინომ უნდა შეძლოს დამიბრუნოს დროში დაკარგული თავის რწმენა. ყელში ამოვიდა ყველაფერი! მხოლოდ ოცნება მაქვს ორიოდე... ადრე, თუ ვიბრძოდი მიზნისათვის ახლა იმისთვის, რომ ვარსებობდე.