რას ამბობს სიყვარული- "ხომ დაგანახე ილუზია, ჩემი მიზანიო?! ექვსი თვის მადლობა მითხარი და კარგად იყავიო! ხომ აგიხდინე წინა ღამის ჭრელი სიზმარიო?! წადი გოგონა, გაიარე, ჩემი გითხარიო! თავს ნუღარ იმტვრევ, ვეღარ ამხსნი, რებუსი ვარო! გული არა მაქვს, არც გონება, არც ტვინი მაქვსო! ეგოისტი ვარ! -მიწიერი ფიქრების მწამსო, ასჯერ გახსენებ და გავიწყებ ბედნიერ წამსო! რას არ მადარებთ?!-კორექტურულ შეცდომას, ზღვასო, თოვლს, ლიმონისფერ ქოლგას, ღმერთს და რა ვიცი რასო.. გინდათ ყოველთვის თქვენთან ვიყო, გავექცე ცასო, მაგრამ რა მინდა მოკვდავებთან უკვდავებასო?!"